მამაკაცებისთვის
უროგენიტალური ინფექციური დაავადებები მამაკაცებში რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის და უნაყოფობის ყველაზე ხშირი მიზეზია. მწვავე და ქრონიკული ინფექციები აზიანებს სათესლე ჯირკვლის ეპითელიუმს, აქვეითებს სპერმატოგენეზს და სათესლე სეკრეტის ხარისხს. ასიმპტომური მიმდინარეობისას ინფექციები შეუმჩვენელი რჩება და სქესობრივ პარტნიორს გადაეცემა.
უროგენიტალური ინფექციები იწვევს მამაკაცების რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა დაავადებებს:
- ურეთრიტი
- მწვავე პროსტატიტი
- ქრონიკული პროსტატიტი
- ორქიტი
- ბალანიტი
- სათესლე სადინრების ანთება
- მეორადი უნაყოფობა
- ეპიდიდიმიტი
უროგენიტალური ინფექციების განვითარების პროცესში ხშირად მონაწილეობს არა ერთი გამომწვევი, არამედ მიკრობების ჯგუფი, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს პირობით-პათოგენურ ანაერობულ ფლორას და ბიოცენოზში ნორმაში გვხვდება გარკვეული მინიმალური კონცენტრაციით. შესაბამისად, კონკრეტული გამომწვევების რაოდენობის განსაზღვრა პრინციპულად მნიშნველოვანია, რათა ზუსტად იქნეს შეფასებული მათი როლი დაავადების ეტიოლოგიაში.

რა არის Androflor?
Androflor არის პჯრ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს კომპლექსურად შევაფასოთ მამაკაცის უროგენიტალურ ტრაქტში მიკრობების სრული სპექტრი: ნორმოფლორა, პირობით-პათოგენური ფლორა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
რატომ უნდა ავირჩიოთ Androflor? ტესტის უპირატესობები:
- PCR მეთოდოლოგია უზრუნველყოფს ტესტის მაღალ სიზუსტეს 95%
- ერთი ტესტის ფარგლებში ვიკვლევთ 25 მდე პათოგენს
- ხარჯთეფექტურია
- შედეგის მიღება შესაძლებალია 24 საათში
- სტანდარტული კულტურალური მეთოდებისგან განსხვავებით შესაძლებელია არკულტივირებადი მიკროორგანიზმების აღმოჩენა, როგორიცაა ანაერობული ფლორა და რიგი სგგი.
როდის არის მიზანშეწონილი Androflor - ის ჩატარება:
- უროგენიტალური ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში
- მამაკაცთა უნაყოფობის დროს
- ოჯახის/ორსულობის დაგეგმვის წინ - ორივე პარტნიორის გამოკვლევა, ორსულობის გართულებების და ნაყოფის ინფიცირების თავიდან არიდების მიზნით
- მკურნალობის პროცესში ეფექტური მონიტორინგის მიზნით
- ჯანმრთელ მამაკაცებში მიკროფლორის მდომარეობის პრევენციული კვლევა და ანალიზი
სად შეიძლება გავიკეთოთ ტესტი Androflor?
ანდროფლორის დანერგვა საქართველოში 2023 წლიდან დაიწყო, მისი ხელმისაწვდომობა დღითი დღე იზრდება ყველა რეგიონში, ამ ეტაპზე ტესტის ჩატარება შესაძლებელია სამ ძირითად ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დაწესებულებების და მათი მისამართების სანახავად ისარგებლეთ ღილაკით „პარტნიორი კომპანიები“


