რა არის Femoflor®
Femoflor ეს არის Real-time PCR მეთოდზე დაფუძნებული თანამედროვე კვლევა,რომელიც საშუალებას იძლევა კომპლექსურად შევაფასოთ ვაგინალური მიკროფლორა,
დისბიოზური მდგომარეობები და გამოვიკვლიოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
პირველად, ერთი კვლევის ფარგლებში შესაძლებელია საშოს მიკრობული შემადგენლობის სრულყოფილი შესწავლა.
რას განსაზღვრავს ტესტი Femoflor?
ტესტი Real-time PCR ტექნოლოგიის საშუალებით განსაზღვრავს 16-26 პარამეტრს:
- მარტივი, ზუსტი მეთოდი, სპეციფიურობა და მგრძნობელობა არანაკლებ -95%.
- ხარჯთეფექტურობა- ერთი კვლევის ფარგლებში შესაძლებელია გენიტალური ინფექციების სრული სპექტრის გამოკვლევა.
- ქალის უროგენიტალურ ტრაქტში მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობას
- მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობაში ლაქტობაქტერიების ხვედრით წილს
- პირობით-პათოგენური ანაერობული და აერობული მიკროორგანიზმების რაოდენობას (Streptococcus spp., Staphyloccocus spp., Prevotella, Dialister, Atopobium vaginae, Gardnerella vaginalis, Megasphaera, Mobiluncus და სხვა)
- Candida ტიპის სოკოების და Mycoplasma hominis, Ureaplasma spp- ინფექციების არსებობას და რაოდენობას
- ვირუსების არსებობას - მარტივი ჰერპესის ვირუსი 1,2. ციტომეგალოვირუსი
- სქესობრივი გზით გადამდები ისეთ დაავადებების არსებობას, როგორიცაა Chlamydia trachomatis, Trichomonas vaginalis, Neisseria gonorrhoeae, Mycoplasma genitalium
რატომ არის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ანალიზი?
ჯანმრთელი, რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების საშოს მიკროფლორა წარმოდგენილია სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმების ერთობლიობით: მიკროფლორის 90 %-ს შეადგენენ ლაქტობაქტერიები ხოლო დანარჩენი ადგილი უჭირავთ პირობით-პათოგენურ აერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმებს. აღნიშნული ბაქტერიების რაოდენობის თანაფარდობის დარღვევა იწვევს საშოს დისბიოზურ მდგომარეობას, იგივე ბაქტერიული ვაგინოზის ჩამოყალიბებას, რაც პათოლოგიური მდომარეობაა. შესაბამისად ამ მიკროორგანიზმების რაოდენობრივი განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის.
Femoflor-ის უპირატესობები:
ტრადიციული კვლევის მეთოდებისგან განსხვავებით, სადაც მაღალია სუბიექტური ფაქტორები და შეუძლებელია სრული ინფექციური სპექტრის ზუსტი გამოკვლევა, Femoflor-ის შემთხვევაში, ტესტის სპეციფიურობა და მგრძნობელობა შეადგენს არანაკლებ 95% და შესაძლებლობა გვაქვს ერთი კვლევის ფარგლებში შევაფასოთ როგორც საშოს მიკროფლორა, ასევე კლინიკურად მნიშვნელობანი ინფექციების სრული სპექტრი .
- მარტივი, ზუსტი მეთოდი, სპეციფიურობა და მგრძნობელობა არანაკლებ -95%.
- ხარჯთეფექტურობა- ერთი კვლევის ფარგლებში შესაძლებელია გენიტალური ინფექციების სრული სპექტრის გამოკვლევა.
- ისეთი მიკროორგანიზმების გამოკვლევის შესაძლებლობა, რომლებიც ტრატიდიული კვლევის მეთოდებით არ არის ხელმისაწვდომი.
- ამცირებს არასაჭირო ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენებას: შესაბამისად მასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებსა და გართულებებს.
როდის არის რეკომენდირებული Femoflor -ით გამოკვლევა?
- საშოს მიკროფლორის მდომარეობის სკრინინგული შეფასებისთვის ჯანმრთელ ქალებში.
- ქრონიკული და ხშირად მორეციდივე ვაგინალური ინფექციების დროს.
- კლინიკურ სიმპტომებსა და ლაბორატორიულ შედეგებს შორის შეუსაბამობისას.
- ჩივილების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა: წვა, ქავილი, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.
- ორსულობისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების დაგეგმვამდე.
- უნაყოფობის დროს ინფექციის ეტიოლოგიის გამორიცხვის ან დადგენისთვის.
- ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის დროს (ჩვეული აბორტების შემთხვევაში).
- ინვაზიური გინეკოლოგიური მანიპულაციების წარმოების წინ, ინფექციური გართულებების თავიდან არიდების მიზნით.
